ხედირა:„თუ ვინის მესის კალიბრზე აქვს პრეტენზია, საქციელი უნდა დახვეწოს“

სამი ხედირამ ვინისიუს ჟუნიორსა და მადრიდის „რეალზე“ ისაუბრა. ექს მადრიდისტა კროოსისა და კილიან მბაპეს ფაქტორსაც შეეხო.

„ვინისიუსი უდავოდ ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. როდესაც „რეალს“ უჭირს და გამოსავალს ვერ პოულობს, სწორედ ბრაზილიელი ხდება ხოლმე გუნდის მხსნელი. მას შეუძლია განსხვავებების შექმნა, სისწრაფის განვითარება და გუნდის უდავო ლიდერის სტატუსის მორგება.“

„დღევანდელ „რეალში“ ვინი ცალსახად საუკეთესო ფეხბურთელია და როდესაც ის მოედანზე არ არის გუნდს უჭირს.“

„როდრისთან კონკურენცია ოქროს ბურთზე? მე ნახევარმცველი ვიყავი და ყოველთვის შუახაზელებს ვქომაგობ, რადგან ვიცი, რამხელა როლს ასრულებენ ისინი გუნდურ წარმატებაში.“

„როდრის ტრავმის შემდეგ „სიტის“ გუნდური სულისკვეთება დაინგრა, რაზეც გვარდიოლას გუნდის ბოლო შედეგებიც მეტყველებს. ესპანელს უდიდესი რესურსი აქვს.“

„თუ ვინისიუსს მესის და სხვა ლეგენდების კალიბრის ქონა სურს, მეტოქეების მიმართ მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინოს და არც მსაჯებთან ჰქონდეს დისკუსიები. ვინი ძალიან დიდი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელია და შეუძლია ისტორიაში შესვლა.“

„კროოსი? მისი წასვლა „რეალისთვის“ შოკისმომგვრელი იყო. „ბლანკოსში“ ყველას სჯეროდა, რომ გერმანელი მოთამაშე კიდევ დიდი ხნით დარჩებოდა, მაგრამ ასე არ მოიქცა, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. მეტსაც გეტყვით, ტონის წასვლამ მბაპეს ადაპტაციაზეც იქონია გავლენა, რადგან კილიანს უკვე არეული გუნდი დახვდა, ტონისთან ერთად კი ამ კოლექტივს ჰქონდა მწყობრი გეგმა და მიზანი, რომელსაც მუდმივად ასრულებდა.“

„„რეალს“ გადაწყობა მოუწია, რადგან ბაზარზე არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც გერმანელის სრულფასოვან ჩანაცვლებას შეძლებდა.“

„„ელ კლასიკო“? ტრადიციულად, ეს შეხვედრები დაძაბული და დრამატულია, თუმცა დაძაბულობა, რომელიც ჩვენს დროს იყო, სულ სხვა განზომილებას აღწევდა.“


1

10 დეკემბერი 2024 14:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 42

<3


2

10 დეკემბერი 2024 22:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 15

და ამით რა გამოვიდა? ესეიგი ხედირას აზრით მესი უფრო მაღლა დგას ვიდრე კრიშტიანუ, საინტერესოა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 მბაპე 15
3 რაფინია 11
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (41)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)