გასპერინი:„ანჩელოტი საუკეთესო სპეციალისტია“
ჯან პიერო გასპერინიმ მადრიდის „რეალთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
„მადრიდის „რეალის“ დამრიგებელი მსოფლიოში საუკეთესოა. ამას ღიად ვამბობ და არაერთი არგუმენტი მაქვს. ანჩელოტი არა წარსულის, არამედ აწმყოს გამოც არის საუკეთესო. დამისახელეთ მწვრთნელი, რომელმაც ჩემს დიდ მეგობარზე კარგი შედეგები დააფიქსირა. კარლო არის ნამდვილი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გახდე პროფესიონალი. ძალიან სამწუხაროა, რომ ის პარიზში არ იმყოფებოდა და საუკეთესოს ჯილდო ათასობით ადამიანის წინ არ მიიღო.“
„ჩემი გუნდი საკმაოდ კარგ ფორმაშია, მაგრამ ფავორიტის სტატუსს არ ფლობს. ეიფორია არ გვჭირდება. ჩვენ მიზანმიმართული გამოსვლა გვმართებს, ვინაიდან მეტოქეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდი წარმოადგენს.“
„თუ „რეალს“ დავამარცხებთ, ჩვენი მენტალური მდგომარეობა კიდევ უფრო მყარი გახდება, ამასთან ერთად გაუმჯობესდება სატურნირო მდგომარეობაც.“
„რა თქმა უნდა, გვსურს, ტომ ტოპ 8 გუნდში მოვხვდეთ და მომდევნო ეტაპის საგზური ყოველგვარი დამატებითი მატჩების გარეშე მოვიპოვოთ.“
„ევროპის სუპერთასის ფინალში ჩვენი შემადგენლობა ოპტიმალური არ იყო. გუნდს მომზადება ახალი დაწყებული ჰქონდა და ვიცოდით, რომ ამოცანის შესრულება გაგვიჭირდებოდა.“
„მჯერა, რომ წარმატების მიღწევა შეგვიძლია, თუმცა ამისთვის დიდი შრომა მოგვიწევს. „რეალს“ დიდი ზეწოლა აქვს, ამ გუნდს გამარჯვება სჭირდება, რაც ჩვენს ამოცანას ართულებს, თუმცა შეუძლებელს არ ხდის.“
- 10 დეკემბერი 2024
- 721
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.