„ლევერკუზენის“ ინტერესი არდას მიმართ ძალიან დიდია
გერმანული გამოცემების ცნობით, „ლევერკუზენის“ ხელმძღვანელობა დანებებას არ აპირებს. გერმანელების ინტერესი არდა გიულერის მიმართ ძალიან დიდია.
თურქი ფეხბურთელის შესახებ კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენციაზეც განაცხადა, მაგრამ „ლევერკუზენს“ იმედი მაინც აქვს.
გერმალებმა უკვე იციან, რომ არდას იანვარში ვერ დაიმატებენ, თუმცა 2025 წლის ზაფხულში მადრიდულ გრანდთან საუბარს კვლავ აპირებენ.
„ლევერკუზენს“ სურს, რომ გიულერი 1 ან 2 წლიანი იჯარით დაიმატოს. გერმანული მხარე აბსოლუტურ გარანტიებს იძლევა და აცხადებს, რომ არდა მთელი სეზონის დაახლოებით 80%-ს მოედანზე გაატარებს.
- 10 დეკემბერი 2024
- 361
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.