მოურინიოს ხელში იკერი კვლავ აგრძელებს მშრალ სერიას
მას შემდეგ, რაც სამეფო კლუბს სათავეში მოურინიო ჩაუდგა, გუნდის კაპიტანს, იკერ კასილასს გოლი არ გაუშვია. იგი მშრალად ინახავს კარებს...
მადრიდის "რეალი" დეპორტივოსთან ერთად ერთადერთი გუნდია, რომელსაც ლა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში არცერთი გოლი არ აქვს გაშვებული, ასეთი შედეგი ესპანურ გრანდს მხოლოდ 2004/05 წლების სეზონში ჰქონდა. გუნდმა ორ ტურში არცერთი გოლი არ გაუშვა.
იკერმა ლა ლიგაში ოსასუნასთან და მალიორკასთან ითამაშა, ასევე იასპარეზა ბერნაბეუს თასზე პენიაროლის წინააღმდეგ, ასევე იყო მატჩი მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ და რაღა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგა, კასილასმა ამსტერდამის აიაქსთანაც მშრალად შეინახა კარები. ესპანელი გოლკიპერის მშრალი სერია უკვე 540 წუთს უტოლდება.
- 17 სექტემბერი 2010
- 1 781
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.