ვალვერდე:„დასვენება არ მჭირდება, სულ მოედანზე უნდა ვიყო“
ფედერიკო ვალვერდემ ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
„ძალიან ვწუხვარ, როდესაც ვხედავ, რომ მე-5 ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე 24-ე პოზიციაზე ვართ განთავსებულები, თუმცა ეს დროებითია. მალე ყველაფერს შევცვლით. „ატალანტასთან“ აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ 3 ქულა და სატურნირო მდგომარეობა გავიუმჯობესოთ, ხოლო მე-7 და მე-8 ტურში სიტუაციის რადიკალურად შეცვლას ვეცადოთ.“
„თუ გამარჯვება გვსურს, ხვალ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში უნდა ჩავატაროთ, რადგან „ატალანტა“ შესანიშნავი გუნდია, რომელსაც ჰყავს ძალიან სწრაფი, ტექნიკური და შემართული ფეხბურთელები. კარგად ვხვდებით, რომ ჩვენ იტალიის ჩემპიონატის პირველადგილოსანთან გვიწევს თამაში.“
„ტონი კროოსისგან გასულ სეზონებში უამრავი სასარგებლო რჩევა მაქვს მიღებული. გერმანელმა ლეგენდამ ბევრი რამ მასწავლა.“
„„რეალის“ ერთ-ერთი კაპიტანი ვარ და მეტი პასუხისმგებლოა მაკისრია. ჩემგან თანაგუნდელებმა მაგალითი უნდა აიღონ.“
„როდესაც „ბილბაოსთან“ გოლი ჩემი შეცდომის გამო გავუშვით, ძალიან ცუდად მეძინა და მთელი ღამე ამ მომენტზე ვფიქრობდი, თუმცა გონს მალევე მოვეგე და მივხვდი, რომ არა შეცდომებზე ფიქრის, არამედ მომავალ მატჩებზე ორიენტირების დრო იყო.“
„ვინისიუს ჟუნიორის დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია. ბრაზილიელი ფეხბურთელი მწვანე მინდორზე ყოველთვის ქმნის განსხვავებს, უტევს მწვავედ და ეხმარება „ბლანკოსის“ ყველა ფეხბურთელს. ლაზარეთის დაცარიელება ჩვენი პრიორიტეტია.“
„მე დასვენება არ მჭირდება, სურვილი მოედანზე გასვლა და რაც შეიძლება ბევრი წუთის მიღებაა. ვიმედოვნებ, ანჩელოტი ჩემს თხოვნას გაითვალისწინებს და არასდროს მომცემს დასვენების საშუალებას.“
„როდესაც პენსიაზე გავალ, ყოველთვის ვიამაყებ იმით, რომ „რეალის“ ღირსებას ვიცავდი. ჩემთვის მსოფლიოს საუკეთესო კლუბის სამკერდე ნიშნის ტარება დიდი სიამოვნება და პატივია.“
- 9 დეკემბერი 2024
- 1 213
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.