ანჩელოტი:„2024 წლის ერთ-ერთი ურთულესი მატჩი გვიწევს“
კარლო ანჩელოტიმ „ატალანტასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
„ევროპის სუპერთასის ფინალში „ატალანტა“ დავამარცხეთ, მაგრამ მაშინდელი და ახლანდელი გუნდი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. გასპერინიმ შეძლო და უდიდესი წინსვლა აჩვენა.“
„ბელინგემი ხვალ პირველივე წუთებიდან დაიწყებს, ვინისიუსთან და როდრიგოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული ჯერ-ჯერობით არ არის. ორივე ბრაზილიელს დავაკვირდები ფინალურ სესიაზე და სამედიცინო შტაბთან დამატებით კონსულტაციებს გავივლი.“
„გასპერინი ჩემი დიდი ხნის მეგობარია. ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა გვაქვს. ის, რაც ჯან პიერომ ბერგამოული კლუბისთვის გააკეთა, ნამდვილად დასაფასებელია.“
„ვალვერდე ჩვენთვის ფუნდამენტალური ფეხბურთელია. ამ ეტაპზე ურუგვაელს დასვენების საშუალებას ვერ მივცემ, რადგან გუნდში ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი მყავს. დადგება დრო, როდესაც მას სკამზე დავსვამ და განტვირთვის საშუალებას მივცემ. ახლა ფედს გარეშე გუნდი ვერ წარმომიდგენია, ასეთ პრინციპულ შეხვედრაში ფედერიკოს როლი ძალიან დიდი იქნება.“
„ენდრიკის წასვლა იანვარში? არა, როგორც ბრაზილიელი, ასევე არდა გიულერი ჩვენთან დარჩებიან.“
„მე ყოველთვის ვირჩევ საუკეთესო თერთმეტეულს. არ აქვს მნიშვნელობა ფეხბურთელი 18 წლის არის, თუ 40 წელს უახლოვდება.“
„არაერთ ახალგაზრდა ფეხბურთელთან მიმუშავია და ვიცი რა სჭირდებათ მათ მეტი პროგრესისა და განვითარებისთვის.“
„საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვედრა ურთულესი იქნება, ამ მხრივ ხვალინდელ მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს. 3 ქულა უნდა მოვიპოვოთ და ბრძოლა განვაგრძოთ.“
„ხვალინდელი მატჩი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდა იქნება, რაც კი 2024 წელს ჩაგვიბარებია.“
„კილიან მბაპე? მეგონა ამდენი თვის მანძილზე პირველად დავასრულებდი პრესკონფერენციას ისე, რომ ფრანგის შესახებ არ მკითხავდით, თუმცა მაინც მკითხეთ (იცინის). მბაპემ გასულ 2 დაპირისპირებაში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მოხარული ვარ, რომ გუნდის დახმარებას ახერხებს, დროს გასვლასთან ერთად შემტევი კიდევ უფრო მეტს გაიტანს.“
- 9 დეკემბერი 2024
- 2 042
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.