გვარდიოლა ფლორენტინო პერესს ელოდება
ესპანური გამოცემების ცნობით, ხოსეპ გვარდიოლა მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტს ელოდება. თუ ფლორენტინო პერესი მარტინ სუბიმენდისთან დაკავშირებით ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, ესპანელი ნახევარმცველის „სიტიში“ გადასვლას ხელს ვერაფერი შეუშლის.
გვარდიოლას სუბიმენდი ძალიან მოსწონს და მიიჩნევს, რომ ის წლების მანძილზე შეძლებს მანჩესტერული გრანდის ლიდერობას, თუმცა პრობლემა იმაშია, რომ ნახევარმცველის პრიორიტეტს ბერნაბეუზე თამაში წარმოადგენს.
თუ პერესი „სოსიედადს“ ვერ შეუთანხმდება, „სიტი“ მაშინვე გადავა მოქმედებაზე და სუბიმენდის სხვა კლუბებს არ დაუთმობს.
შეგახსენებთ, მარტინის მიმართ ინტერესს არაერთი ქვეყნის საფეხბურთო გრანდი იჩენს, მაგრამ მოლაპარაკებებს „ბლანკოსი“ აფერხებს.
- 9 დეკემბერი 2024
- 1 408
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.