„რეალი“ მზად არის, ვალიეხო უფასოდ გაუშვას
მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა მზად არის, ხესუს ვალიეხო იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე უფასოდ გაუშვას.
ესპანელ ფეხბურთელზე „ბლანკოსში“ არანაირი გათვლა არ კეთდება. ვალიეხოს სათამაშო დრო ნულოვანია, სწორედ ამიტომ, მის „რეალში“ დარჩენას არანაირი აზრი არ აქვს.
ანჩელოტი ხესუსს არ ენდობა. უკიდურეს პრობლემებშიც კი იტალიელი სპეციალისტი გამოსავალს კანტერანოებში ეძებს და ვალიეხოს შანსს არ აძლევს.
ფლორენტინო პერესი მოისმენს ნებისმიერ წინადადებას, რომელიც ხესუს ირგვლივ იარსებებს.
- 9 დეკემბერი 2024
- 301
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.