მარესკა:„ანჩელოტიზე ჭკვიანი მწვრთნელი არასდროს მინახავს“
ენცო მარესკამ კარლო ანჩელოტიზე ისაუბრა და მას ყველაზე ჭკვიანი მწვრთნელი უწოდა.
„კარლოსთან ჯერ კიდევ მაშინ ვმუშაობდი, როდესაც ფეხბურთელი ვიყავი. ვიღებდი რჩევებს და ვცდილობდი, მისი ნათქვამი მოედანზე გადამეტანა. იტალიელმა ძალიან ბევრი იცის, გამოცდილება კი მართლაც ფასდაუდებელია.“
„როდესაც მწვრთნელი გავხდი, კარლოს რჩევების გათვალისწინება გავაგრძელე.“
„მახსოვს, ჩვენი ბოლო შეხვედრა. მან მითხრა, რომ დაცვის ხაზს ძალიან მაღლა ვათამაშებდი, ეს კონკრეტულ მატჩებში შედეგს გამოიღებდა, მაგრამ ხშირად შემექმნებოდა პრობლემები. მაშინ პრობლემა ვერ დავინახე, მაგრამ გავიდა 5-6 კვირა და მივხვდი, რომ კარლო მართალი იყო და გუნდის სხვაგვარი დაბალანსება დავიწყე.“
- 9 დეკემბერი 2024
- 495
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.