მბაპე:„თუ ეს მოხდება, „რეალიდან წავალ“

კილიან მბაპემ ვრცელი და მრავლისმომცველი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.

„ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. მადრიდის „რეალში“ მოვხვდი. ეს გუნდი ჩემთვის ყოველთვის საოცნებო იყო. ვერ დავკარგავ შანსს გავიარო ეტაპები, რომელიც დიდი ეპოქის შემქნამდე მიმიყვანს. ვიცი, რომ აქ თამაში მარტივი არ არის, მაგრამ აქ ყოფნა არის ასევე დიდი შესაძლებლობა. მჯერა, რომ უდიდეს წარმატებას მივაღწევ და ყველაფერი წინ არის.“

„მედიაში გავრცელებული ინფორმაციები იმის შესახებ, რომ დეპრესიაში ვარ, ბუმერანგის ეფექტს ფლობს. ეს ყველაფერი ჩემთვის მძიმე ასატანია, ისევე როგორც ჩემი ოჯახის წევრებისთვის, თუმცა ახლა მთელი კონცენტრაცია კლუბზე მაქვს გადატანილი.“

„შვედეთის ამბები? არაფერი მაწუხებს, რადგან სუფთა ვარ. არანაირი სკანდალი ჩემს ირგვლივ არ ყოფილა. ფოტო, რომელიც გადამიღეს, რესტორანში შესვლის პროცესს ასახავდა.“

„ადამიანებს გვაქვს ჩვენი შიშები, გრძნობები და პოზიციები. ჩემს თითოეულ სიტყვას გამადიდებელი შუშით აკვირდებიან და ცდილობენ რამე გამომტყუონ.“

„ქალი, რომელიც ჩემ ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობდა, ახლა ჩემს გვერდით აღარ არის. დარწმუნებული ვარ,. სიყვარული კვლავ მოვა.“

„აუცილებელია ადაპტაცია და ეს არ მიჭირს. მადრიდი საკმაოდ მიმზიდველი და მშვიდი ქალაქია, აქ ცხოვრების პრობლემა ნამდვილად არ მაქვს.“

„ბევრი გადაწყვეტილება მინანია. უკან დაბრუნება რომ შემეძლოს ბევრ რამეს შევცვლიდი და უკეთესად წავმართავდი.“

„ვინ გამაოცა? მადრიდში ბევრმა რამემ გამაოცა, მაგრამ საფეხბურთო დონეზე, ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო ვინისიუს ჟუნიორის შესაძლებლობის ახლოდან გაცნობა. მერწმუნეთ, ბრაზილიელის საფეხბურთო ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა. ჩემთვის დიდი პრივილეგიაა ბრაზილიელთან ერთად თამაში.“

„გუნდის ნამდვილი ლიდერი? კარვახალი უდიდესი ავტორიტეტით სარგელობს, ისევე როგორც მოდრიჩი და სხვები.  გუნდში ძალიან დიდი როლი აქვს ფედერიკო ვალვერდეს, რომელიც განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა.“

„არაფერია ჩემთვის იმაზე დიდი, ვიდრე საფრანგეთის ნაკრებში თამაში. სექტემბრის შეკრებაზე ჩემი სურვილით არ წავედი, დიდიეს დავურეკე და ვუთხარი, რომ კონკრეტული დროით დასვენება მჭირდებოდა, რადგან მადრიდში გადასვლის შემდეგ უმძიმესი კალენდარი მქონდა და დასვენებას ვერ ვახერხებდი.“

„ნოემბერში ჩემი მადრიდში დარჩენა სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით იქნა განპირორებული, ეს ჩემი გადაწყვეტილება არ გახლდათ.“

„„პსჟ“-ს ულამაზესი 7 წელი მივუძღვენი, ეს არ იყო ცოტა დრო. ვფიქრობ, ამ გუნდისთვის ყველაფერი გავიღე და ვაფასებ ისტორიას, რომელიც იქ შევქმენი.“

„პარიზში არსებობდნენ ადამიანები, ვისთანაც უთანხმოება მქონდა, რაც პირველ რიგში ჩემს უფლებებს ეხებოდა.“

„პარიზულ გრანდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩემი ოცნება იყო, ამაზე ძალიან ბევრს ვმუშაობდი, მაგრამ ვერ მოვახერხე. იმედი მაქვს, დადგება დრო, როდესაც „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, თუმცა ახლა არა, ვინაიდან ახლა მე უნდა მოვიგო „რეალთან“ ერთად.“ (იცინის).

„სეზონის დასაწყისი ეფექტური არ იყო, პრობლემები მქონდა, მაგრამ გოლების გატანას მაინც ვახერხებდი. ზუსტად ვიცი, რომ სეზონის მეორე ნაწილში როგორც გუნდის, ასევე ჩემი თამაში გაცილებით ხარისხიანი იქნება.“

„მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე, ახლა კი ჩემი ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ღირსებას ვიცავ და ამასაც მოვახერხებ.“

„მაქსიმალისტი ვარ, წარმატების მიღწევაში კი ოპტიმიზმი მეხმარება. ის, რომ ახლა საუკეთესო ფეხბურთს არ ვთამაშობ, მომავალში უფრო ძლიერს გამხდის. თუ მივხვდები, რომ მოწოდების სიმაღლეზე არ ვდგავარ, „რეალს“ დავტოვებ და ძალებს სხვაგან მოვსინჯავ. რატომ? იმიტომ, რომ მე ვერ დავუშვებ ფანების იმედგაცრუებას. ჯერ საკმარისი დრო მაქვს იმისთვის, რომ ბევრი გოლი გავიტანო და გულშემატკივრები ბევრჯერ გავახარო.“

„ემირი? მასთან არასდროს მქონია პრობლემა. ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვაკავშირებდა ერთმანეთთან. მან მითხრა, რომ ჩემი ოცნების ახდენას ხელს არ შეუშლიდა.“

„არგენტინის ნაკრებთან ფინალის წაგება ჩემი ცხოვრების უმძიმესი მომენტი იყო. „პსჟ“-ში თამაშის დროს მე და მესი ამას ხშირად ვიხსენებდით.“

„სერხიო რამოსი? პარიზში ყოფნის დროს „რეალის“ ლეგენდასთან ხშირად მქონია საუბრები. ის მეუბნებოდა, რომ ბერნაბეუზე თამაში განსაკუთრებულია და ამას იქამდე ვერ გავიგებდი, სანამ „რეალის“ მაისურს არ მოვირგებდი. მოწინააღმდეგე გუნდში თამაში არ არის საკმარისი ამ რეალობა აღსაქმელად.“

„ინდივიდუალურ ჯილდოებზე ახლა არ ვფიქრობ. ახლა მხოლოდ კოლექტიური წარმატება მსურს. ზოგადად, გუნდურ გამარჯვებას ინდივიდუალური ჯილდოებიც მოაქვს.“

„სპორტული ფსონები ჩემთვის მიუღებელია, სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით ყველანაირ რეკლამაზე უარი ვთქვი. არსებობენ ადამიანი, რომელიც ფსონებმა მძიმე პრობლემებში ჩააგდო.“

„დიახ, მართალია, ძალიან მიყვარს Playstation-ის თამაში. როდესაც სახლში მივდივარ, ხშირად ვთამაშობ.“

„ბავშვებს გართობა სჭირდებათ. ზეწოლა არასდროს მოიტანს შედეგს. ჩემს მშობლებს ეს არასდროს გაუკეთებიათ. სპორტსმენისთვის დისციპლინა უმთავრესია, მაგრამ გააჩნია რა ეტაპზე ხარ.“

„ბავშვებმა არ უნდა იოცნებონ, რომ მბაპეები გახდნენ. ყველა თავის მაქსიმუმს უნდა ეცადოს. როდესაც ფიქრობ, რომ მბაპე უნდა გახდე, შენს თავს კონკრეტულ ლიმიტს უწესებ.“

  • Madridista
  • 9 დეკემბერი 2024
  • 6 840
  • 1

1

9 დეკემბერი 2024 10:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 607

დიდი მადლობა მრავალფეროვანი და საინტერესო ინტერვიუსთვის

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (187)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)