„ატალანტასთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებისთვის მზადება დაიწყეს.
დღეს გუნდს აღდგენა ჰქონდა. ფეხბურთელები, რომლებიც „ჟირონასთან“ სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, დღეს მხოლოდ ფიზიკურ კონდიციებზე ზრუნვით დაკავდნენ, დანარჩემებმა კი სრულფასოვანი დატვირთვა მიიღეს.
დღევანდელ სესიას გამოაკლდა ფერლან მენდი, რომელიც ტრავმირებულია და აღდგენით პროცესს იწყებს.
სამაგიეროდ, გუნდს დაუბრუნდა როდრიგო გოეში, რომელიც ბერგამოში ანჩელოტისთან ერთად გაემგზავრება. დღეს სამხრეთ-ამერიკელმა სრული დატვირთვა მიიღო.
გუნდთან ერთად ასევე ივარჯიშა ვინისიუს ჟუნიორმა.
დავიდ ალაბას და ედუარდო კამავინგას აღდგენითი პროცესი გრძელდება.
- 8 დეკემბერი 2024
- 570
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.