ვასკესი:„პირველ ადგილზე მალე გადავალთ“

ლუკას ვასკესმა „ჟირონას“ დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ კარგი შედეგი დავაფიქსირეთ და „ბარსელონასთან“ სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა. ვიცოდით, რომ კატალონიურ კლუბს ქულები დაკარგული ჰქონდა, სწორედ ამიტომ, გამარჯვებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭა.“

„კოლექტიური მუშაობა ყოველთვის ქმნის კარგ შედეგს. მოხარული ვარ, რომ გუნდმა 3-ჯერ აიღო მეტოქის კარი და კურტუას კარში გოლი არ გასულა. ამ სეზონში არაერთ შეხვედრაში შევინახეთ მშრალად საკუთარი კარი.“

„„ჟირონას“ ბურთის კარგი მართვის უნარი აქვს. ისინი ხაზებს შორის სწრაფად თამაშობენ. ვიცოდით, რომ მარტივი ამოცანა არ გვქონდა, თუმცა გამარჯვება გვჭირდებოდა და დიდი მოტივაცია წარმატებას მოიტანდა.“

„ერთი თამაში რეზერვში გვაქვს, ჩვენ პირველ ადგილზე მალე გადავალთ და ამისთვის ვიბრძვით.“

„ბელინგემი ბევრს იტანს, საგოლე გადაცემებს აკეთებს და თამაშში ხშირად შეაქვს გარდატეხა, ის უნიკალური ფეხბურთელია.“

„ბერგამოში თამაში ადვილი არ იქნება, მაგრამ „რეალს“ გამარჯვება სჭირდება, ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე სიტუაცია უნდა გავაუმჯობესოთ.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 მბაპე 15
3 რაფინია 11
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (41)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)