მბაპე:„წინ ჩემპიონთა ლიგის მატჩია, მოგება გვმართებს“
კილიან მბაპემ „მონტილივიზე“ გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდებოდა, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაფერი გავთვალეთ და მიზანს მივაღწიეთ. გუნდმა პირველ ტაიმში მეტოქის კარი აიღო, მეორე ნახევარში კი კიდევ უფრო ძლიერი გამოვიდა მოედანზე. ჩვენ კარგად ვაცნობიერებდით, რომ „ჟირონა“ საშინაო არენაზე ძალიან კარგად თამაშობს და ამ მიმართულებით სერიოზული მუშაობა გვმართებდა.“
„ჯუდ ბელინგემი ფანტასტიკური ფეხბურთელია. ის, რასაც ინგლისელი მოედანზე აკეთებს, ნამდვილად უნდა დავაფასოთ. ჯუდის მოძრაობები, პასის მანერა და გამწვავება, ყოველთვის დიდ დახმარებას უწევს გუნდს. როდესაც ბელინგემს პასს ვაძლევ, ვხვდები, რომ ბურთი საიმედო ხელშია.“
„ასევე აღსანიშნავია არდას და ბრაჰიმ დიასის თამაში. ყველა მოთამაშე სწრაფ და შედეგზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობდა.“
„ჩემპიონთა ლიგის გასულ ტურებში არასახარბიელო შედეგები გვქონდა. ახლა უკან დასახევი გზა არ არსებობს. წინ 3 ტურია და სამივეში გამარჯვება გვმართებს, სხვა შემთხვევაში სიტუაციას ვერ გავაუმჯობესებთ. ვიცით, რომ „ატალანტა“ დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევს, მაგრამ „რეალმა“ უნდა გაიმარჯვოს.“
- 8 დეკემბერი 2024
- 1 771
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.