არდა გიულერი:„ბევრი ვიშრომეთ და გამარჯვება სახეზეა“
არდა გიულერმა „ჟირონასთან“ შეხვედრაში გოლის გატანა შეძლო და მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ბევრი ვიბრინეთ, ვიშრომეთ და საწადელს მივაღწიეთ. ამ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მიხარია, რომ გუნდისთვის სასარგებლო საქმეები გავაკეთე.“
„გოლის გატანა ძალიან მინდოდა. დიდ მადლობა ჯუდს, რომელმაც ეფექტური პასი მომცა. მეტოქის კარის აღებაზე დიდი ხანი ვფიქრობდი.“
„„რეალისთვის“ ყველაფერს ვაკეთებ და ამას ქომაგები კარგად ხედავენ. მაძლიერებს თითოეული მადრიდისტას მხურვალე მხარდაჭერა.“
„მომდევნო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე გველის. ბერგამოში მოსაგებად უნდა წავიდეთ, ვინაიდან 3 ქულა ძალიან გვჭირდება. ევროსარბიელზე ცუდი მატჩების შემდეგ, გამარჯვებების სერია უნდა დავიწყოთ.“
- 8 დეკემბერი 2024
- 326
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.