39 წლის მოდრიჩმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა
ლუკა მოდრიჩმა „ჟირონასთან“ დაპირისპირებაში ამ სეზონის საუკეთესო თამაში ჩაატარა, რაც ციფრებშიც გამოიხატა.
აღსანიშნავია, რომ 39 წლის ასაკში ხორვატმა მოთამაშემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა.
ლუკამ 100-ზე მეტი ზუსტი პასი გააკეთა და მსგავსი შედეგი ლა ლიგის გასულ 17 ტურში არცერთი გუნდის არცერთ ფეხბურთელს არ დაუფიქსირებია.
ამასთან ერთად თვალსაჩინოა ის ციფრები, რომელიც ლუკიტამ 90 წუთის განმავლობაში გვიჩვენა.
90 წუთი
1 საგოლე გადაცემა
121 შეხება ბურთთან
112-იდან 103 ზუსტი პასი
10-იდან 8 ზუსტი გრძელი პასი
4 ბურთის დაბრუნება
2 დიდი შანსის შემქმნელი პასი
- 8 დეკემბერი 2024
- 818
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.