ბელინგემი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
ჯუდ ბელინგემი „მონტილივიზე“ შესანიშნავ გამოსვლას აგრძლებს. თუ გუშინ ინგლისელის შარშანდელ გამოსვლებზე საუბრობენ, დღეს უკვე გუშინდელ საღამოსა და მომდევნო ბენეფისზე კეთდება შეფასებები.
ჯუდ ბელინგემმა „ჟირონას“ გოლიც გაუტანა და ეფექტური საგოლე გადაცემაც გაუკეთა არდა გიულერს.
ინგლისელი ფეხბურთელის წვლილი „მონტილივიზე“ მოპოვებულ გამარჯვებაში უდიდესი იყო.
მატჩის შემდეგ „რეალის“ ლიდერი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
- 8 დეკემბერი 2024
- 243
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.