ანჩელოტი:„ჩვენს მოტივაციას ფარგლები არ ჰქონდა“
კარლო ანჩელოტიმ „ჟირონას“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„ჩვენი მოტივაცია უსაზღვრო იყო. ვიცოდით, რომ ამ მატჩის მოგებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ბედნიერი ვარ ბიჭების გარჯით და თამაშის ხარისხით.“
„ჯუდ ბელინგემის ტრავმა? ინგლისელი ფეხბურთელი „ატალანტას“ წინააღმდეგ ითამაშებს, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.“
„არდა გიულერის გოლი ეფექტური გამოდგა. გუნდი ითვისებდა ყველა რგოლს და სიტუაციას ამწვავებდა. მიხარია თურქის წარმატებული გამოსვლა.“
„სამწუხაროდ, ფერლან მენდიმ ტრავმა მიიღო. სამედიცინო შემოწმება გვიჩვენებს, რამდენი ხნით გამოგვაკლდა ფრანგი მოთამაშე.“
„როდრიგოს დაზიანება სერიოზული არ ჩანს, მასზე დამატებითი დაკვრივებები მიმდინარეობს. არ გამოვრიცხავ, ის ბერგამოში გუნდთან ერთად იყოს.“
„ჩუამენი მცველად? რაულ ასენსიოს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ის დავასვენე. კანტერანოსთვის ეს ფორმატი, ამხელა დატვირთვის მიღება და გარემო სიახლეა, სწორედ ამიტომ, ხანდახან დასვენებაც სჭირდება.“
„მატჩის შემდეგ მბაპეს ვუთხარი, რომ სწორედ ასე უნდა გააგრძელოს თამაში. ფრანგი მოედნის ყველა წერტილში სახიფათოდ თამაშობდა და ეფექტური გოლის გატანაც შეძლო.“
- 8 დეკემბერი 2024
- 2 012
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.