პირველადგილოსანთან სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა
„მონტილივიზე“ მოპოვებული გამარჯვების შედეგად, მადრიდის „რეალი“ კატალონიის „ბარსელონას“ მნიშვნელოვნად მიუახლოვდა.
სხვაობა მხოლოდ 2 ქულაა, თუმცა კარლო ანჩელოტის გუნდს 1 მატჩი რეზერვში აქვს, რომლის მოგების შემთხვევაშიც, ლა ლიგაში სიტუაციას შეცვლის.
17 ტურში „ბარსელონას“ ანგარიშზე 38 ქულა ფიქსირდება, „რეალმა“ კი 16 ტური ჩაატარა და 36 ქულას მოუყარა თავი.
2024 წლის ბოლომდე როგორც „ბარსელონა“, ასევე „რეალი“ ლა ლიგაში 2-2 დაპირისპირებას გამართავს.
- 8 დეკემბერი 2024
- 207
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.