„ბარსელონამ“ ქულები დაკარგა
კატალონიის „ბარსელონამ“ „ბენიტო ვილამარინზე“ ძალიან მძიმე მატჩი ჩაატარა და ქულები დაკარგა.
შეხვედრა 2:2 დასრულდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მანუელ პელეგრინის გუნდს გამარჯვება შეეძლო.
მეორე ტაიმში სევილიელებმა ჰანსი ფლიკის კოლექტივს არაერთხელ შეუტიეს მწვავედ და გოლის გატანასთან ბევრჯერ იყვნენ ახლოს.
მე-17 ტურის თავზე კატალონიელთა აქტივში 38 ქულაა, რაც იმას ნიშნავს, რომ „რეალს“ შესანიშნავი შანსი მიეცა პოტენციური ლიდერის სტატუსის მოსაპოვებლად.
- 7 დეკემბერი 2024
- 902
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.