„რეალს“ გუტიერესი არ დავიწყებია

მხოლოდ 8 მილიონი ევროა საჭირო იმისთვის, რომ მიგელ გუტიერესი მადრიდის „რეალის“ რიგებში დაბრუნდეს.

ამჟამად „ჟირონას“ ფეხბურთელი დღეს კიდევ ერთ შეხვედრას ჩაატარებს სამეფო კლუბის წინააღმდეგ და ეცდება შესაძლებლობების გამოვლენას.

მიგელი მთავარ გუნდში ასპარეზობდა და არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა, თუმცა შემდეგ წავიდა და კიდევ უფრო მაღალ დონეზე დაიწყო თამაში.

23 წლის ნახევარმცველს „ბლანკოსის“ ყველა ასაკობრივი გუნდის მაისური აქვს მორგებული, შემდეგ კი იყო კასტილიასა და მთავარ გუნდში.

დღესდღეობით მიგელი „ჟირონას“ თერთმეტეულის შეუცვლელი წევრია და მისი ფასი 25 მილიონს აღწევს, თუმცა „ბლანკოსისა“ და კატალონიური კლუბის შეთანხმების თანახმად, პერესს 2027 წლის ზაფხულამდე ესპანელის გამოსყიდვა 8 მილიონად შეუძლია.

„მარკას“ ცნობით, თუ ალფონსო დეივისის ტრანსფერი ჩავარდება, მიგელის ბერნაბეუზე დაბრუნების შანსი ძალიან გაიზრდება.

ცნობისთვის, გუტიერესის ანგარიშზე ლა ლიგის ამ სეზონში 14 მატჩი, 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. ფეხბურთელმა საერთო წუთების 93% მოედანზე გაატარა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (183)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)