„რეალის“ ფეხბურთელი „ლივერპულს“ მიუახლოვდა
ბრიტანული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელის „ლივერპულში“ გადასვლის შანსი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მას შემდეგ, რაც მერსისაიდელთა რიგებში იურგენ კლოპი არნე სლოტმა ჩაანაცვლა, ორელიან ჩუამენის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო ძლიერი გახდა.
თავის მხრივ, ორელიანი მადრიდში საუკეთესო ეპოქაში ნამდვილად არ არის და პერესი მის გაყიდვაზე სერიოზულად ფიქრობს. მადრიდელები ჩუამენის შემცვლელად სუბიმენდის განიხილავენ.
ბრიტანული გამოცემების ცნობით, „ლივერპული“ ჩუამენის სანაცვლოდ 80 მილიონი ევროს გადახდაზეა თანახმა. სწორედ ეს თანხა გადაუხადა „ბლანკოსმა“ „მონაკოს“ 2022 წლის ზაფხულში.
არნე სლოტი მიიჩნევს, რომ მისი გუნდის იდეალური ბალანსისთვის, ჩუამენი შესანიშნავი შენაძენი იქნება. მოლაპარაკებები საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს და მოთამაშე „ენფილდზე“ თამაშს მიუახლოვდა.
- 7 დეკემბერი 2024
- 2 003
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.