„რეალმა“ აღდგენითი ვარჯიში გამართა
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა აღდგენითი სესია გამართეს.
ანჩელოტიმ ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მზადება დაიწყო, შაბათს „ბლანკოსის“ მეტოქე „ჟირონა“ იქნება.
„სან მამესზე“ სასტარტო შემადგენლობაში მყოფი ფეხბურთელები დღეს მხოლოდ აღდგენითი ვარჯიშით დაკავდნენ, დანარჩენებმა კი სრულფასოვანი დატვირთვა მიიღეს.
აქცენტი გაკეთდა ბურთის ფლობაზე, სწრაფ შეტევებზე, კომბინაციურ თამაშსა და ტაქტიკურ მონახაზებზე.
ვინისიუსი, ალაბა და კამავინგა აღდგენით პროცესს აგრძელებენ.
- 5 დეკემბერი 2024
- 143
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.