მოდრიჩი:,,მბაპემ უნდა იბრძოლოს"
ლუკა მოდრიჩმა „ბილბაოსთან“ შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„რთული სიტუაციაა. ჩვენ გამარჯვება გვჭირდებოდა, მაგრამ ვერაფერი გავაწყვეთ და „სან მამესიდან“ 0 ქულით მივდივართ.“
„ლა ლიგაში არაფერია დასრულებული, ბრძოლა გრძელდება, მაგრამ ფაქტია, რომ ხარვეზები გვაქვს და ამ ყველაფერს პირველ რიგში გუნდის ბალანსს მივაწერ.“
„მბაპე? მე მას გასახდელში ვუთხარი, რომ ოცნების კლუბში მოხვდა, სადაც უნდა იბრძოლოს წარმატებისთვის. დანებების დრო ნამდვილად არ არის. გასაგებია, რომ ფრანგს საუკეთესო მომენტი არ აქვს, მაგრამ საკმაოდ გამოცდილია და ბოლომდე იბრძოლებს წარმატებისთვის.“
„თითოეულ ქულას მნიშვნელობა აქვს. ბევრად კარგი იქნებოდა შეხვედრა რომ ფრედ დასრულებულიყო, ჩვენ ამას ვიმსახურებდით.“
- 5 დეკემბერი 2024
- 1 521
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.