ვალვერდე:„„რეალისგან“ არაფერი გამორიცხოთ“
ერნესტო ვალვერდემ „რეალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მეტოქეც შეაფასა.
„უმძიმეს მატჩს ველი. „რეალმა“ წააგო „ბარსელონასთან“, „მილანთან“ და „ლივერპულთან“, რაც მიუთითებს იმას, რომ ამ გუნდში ყველაფერი რიგზე არ არის, მაგრამ ამ კოლექტივისგან არასდროს არაფერი გამორიცხოთ. ფაქტი ის გახლავთ, რომ სამეფო კლუბმა ლა ლიგაში სიტუაცია მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა და პოტენციური ლიდერიც გახლავთ, სწორედ ამიტომ, მათთან ბრძოლა ახლა უფრო რთულია.“
„ჩვენ ოთხეულში ვართ და ვაპირებთ, რომ ევროსარბიელისთვის ვიბრძოლოთ, ამისთვის კი ყველა ქულას მნიშვნელობა აქვს.“
„„სან მამესზე“ შესანიშნავი ატმოსფერო იქნება. დარწმუნებული ვარ, ქომაგების მხრიდან უდიდეს მხარდაჭერას მივიღებთ, რამაც ჩვენი მუხტი კიდევ უფრო მძლავრი უნდა გახადოს.“
„ჩვენ ვეთამაშებით ძალიან გამოცდილ და მოტივაციით სავსე გუნდს, რომელსაც შემადგენლობაში პრობლემები აქვს, თუმცა მაშინ, როდესაც მოედანზე მბაპე, ბელინგემი, ფედე ვალვერდე, რუდიგერი და სხვები გადიან, დანაკლისზე საუბარი ზედმეტია.“
„ვფიქრობ, ლა ლიგაში კონკურენცია პიკს აღწევს და ეს პროცესი სეზონის ბოლომდე გაგრძელდება. გასულ ზაფხულს, ამ ჩემპიონატს უამრავი მაღალი დონის პროფესიონალი შეემატა.“
- დღეს, 10:29
- 525
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.