რა შემთხვევაში არ გაუშვებს „რეალი“ კარლო ანჩელოტის?

ესპანური გამოცემების ცნობით, კარლო ანჩელოტის მომავალი „რეალში“ ფაქტობრივად გადაწყვეტილია, თუმცა კლუბის მენეჯმენტმა შესაძლოა აზრი შეიცვალოს, თუ სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება.

იმ შემთხვევაში, თუ „მერენგები“ ამ სეზონს წარმატებით დაასრულებენ და ევროსარბიელზე ოქროს მედლებს მოიპოვებენ, ფლორენტინო პერესი კარლოს არ გაუშვებს.

ის, რაც ახლა ფაქტობრივად წარმოუდგენელი ჩანს, შესაძლოა ანჩელოტის დარჩენის გასაღები გახდეს.

დუბლი ჩემპიონთა ლიგაზე, ნამდვილად იქნება გარანტი იმისა, რომ იტალიელი სპეციალისტი მომდევნოს სეზონშიც უხელმძღვანელებს მადრიდულ გრანდს და კონტრაქტის ბოლომდე დარჩება დაკავებულ თანამდებობაზე.

რაც შეეხება ლა ლიგის მოგებას, ეს გუნდისთვის დიდი წარმატება იქნება, თუმცა კარლოს დარჩენის გარანტიებს ვერ მისცემს, ვინაიდან ესპანეთის დედაქალაქში მომწიფებულია პოზიცია, რომელიც ჩაბი ალონსოსთვის შანსის მიცემას ითვალისწინებს.


1

1 hour above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 270

თუ მართლა ლიგა დადო ზედიზედ რატომ უნდა გაუშვა. მოგწონს თუ არა თამაშის ხარისხი, ესეიგი რეზულტატს დებს.

მაგრამ წელს არამგონია ლიგაზე გავიწიოთ. ლალიგის და კოპას მოგებაც არ იქნება პატარა საქმე

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (46)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)