მოულოდნელობა - ლუკა მოდრიჩმა კოლოსალური შემოთავაზება მიიღო
ესპანური გამოცემების ცნობით, ლუკა მოდრიჩმა საუდის არაბეთიდან კოლოსალური შემოთავაზება მიიღო.
ხორვატ ფეხბურთელს 2 წლიან კონტრაქტს სთავაზობენ, რომლის ჯამური ღირებულებაც 45 მილიონი ევრო იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ლუკიტას წლიური ხელფასი სხვა ბენეფიტებთან ერთად 22.5 მილიონს მიაღწევს.
ამის პარარელურად, „მარკა“ იუწყება, რომ ნახევარმცველს კარიერის სამეფო კლუბში დასრულება სურს და თუ „რეალი“ მას კონტრაქტს კიდევ გაუხანგრძლივებს, მზად არის, ამხელა შემოსავალზე უარი თქვას.
მოდრიჩის ინტერესი მადრიდში დარჩენაა, სწორედ ამიტომ, მისმა წარმომადგენლებმა საუდის არაბეთიდან დაინტერესებულ პირებს უთხრეს, რომ ზაფხულამდე მოცდა მოუწევთ.
- დღეს, 10:26
- 911
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.