„რეალი“ ლორენცო აგუადოს დაწინაურებას გეგმავს
ესპანური გამოცემების ცნობით, კასტილიელი განაპირა მცველი ლორენცო აგუადო, კარლო ანჩელოტის ძალიან მოსწონს.
ესპანელი ფეხბურთელი პატარა ნამდვილად არ არის, ის 22 წლის გახლავთ და ყველანაირი ფიზიკური მონაცემი აქვს იმისთვის, რომ მთავარ გუნდში შანსი მიეცეს.
აგუადო მარჯვენა მცველია, საკმაოდ კარგ სისწრაფეს ფლობს და რაულის ფორმაციის გუნდის უდავო ლიდერიც გახლავთ.
ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ ლორენცომ კარგად იცის პოზიციური თამაში და ძალები არაერთხელ მოუსინჯავს ცენტრალური მცველის პოზიციაზე, რაც ანჩელოტის კიდევ უფრო მოსწონს.
არსებული ცნობით, მადრიდში აგუადოსთვის შანსის მიცემაზე სერიოზულად ფიქრობენ, რაც თავის მხრივ გამორიცხავს, 17 წლის ფორტეას შანსებს მთავარ გუნდთან დაკავშირებით.
- დღეს, 10:25
- 372
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.