ლაპორტთან მოლაპარაკებები შეწყდა
მიუხედავად იმისა, რომ აიმერიკ ლაპორტი სამეფო კლუბს კიდევ ერთხელ დაუკავშირეს, ესპანელი ფეხბურთელის ბერნაბეუზე თამაშის შანსი აღარ არსებობს.
მადრიდის „რეალმა“ „ალ ნასრის“ მოთამაშესთან მოლაპარაკებები შეწყვიტა, ვინაიდან ცენტრალური მცველის შეძენა დღის წესრიგიდან მოიხსნა.
რაულ ასენსიოს გამოჩენამ მადრიდის „რეალს“ იანვრის საჭიროებები მართლაც შეუცვალა.
ესპანეთში მიიჩნევენ, რომ აიმერიკის გამო დიდი ფინანსური რესურსის გაღება არ ღირს და ამ მიმართულებით სხვა აქტივობებია განსახორციელებელი.
„ას“-ის ცნობით, იანვარში რაულ ასენსიო „რეალთან“ ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს და მასზე კლუბი დიდ გათვლას გააკეთებს.
- გუშინ, 16:00
- 406
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.