„რეალს“ დეივისის ამბავი არ მოეწონა
რამდენიმე დღის წინ, ალფონსო დეივისის ავტომობილი სამართალდამცველების მიერ იქნა შეჩერებული.
კანადელი ფეხბურთელი საჭესთან ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რამაც მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელობაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
აღნიშნული ამბავი გავრცელდა, როგორც გერმანულ, ასევე ესპანურ პრესაშიც და ფლორენტინო პერესის განსაკუთრებული რეაქციაც სახეზეა.
მადრიდში არ მოეწონათ დეივისის საქციელი და მიიჩნევენ, რომ ეს საკითხი დაფიქრებას საჭიროებს. „რეალი“ დისციპლინას უდიდეს ყურადღებას აქცევს და არ სჭირდება მოთამაშეები, რომლებიც ამ მიმართულებით მოიკოჭლებენ.
„მარკას“ ცნობით, სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა ალფონსოს საკითხთან დაკავშირებით დამატებით იმსჯელებს.
- გუშინ, 12:30
- 888
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.