„ბილბაოსთვის“ მზადება დაიწყო
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მზადება დაიწყეს, რომელიც 4 დეკემბერს არის ჩანიშნული.
დღევანდელ სესიაზე „ხეტაფესთან“ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში მყოფი ფეხბურთელები მხოლოდ აღდგენითი პროცესით დაკავდნენ, დანარჩენებმა კი სრულფასოვანი დატვირთვა მიიღეს.
დავიდ ალაბას, ვინისიუსის და ედუარდო კამავინგას აღდგენითი პროცესი გრძელდება, ორელიან ჩუამენი კი კოლექტივში დაბრუნდა და სრულფასოვანი დატვირთვა მიიღო, ის „სან მამესზე“ ხელმისაწვდომი იქნება.
ვარჯიშზე დიდი ყურადღება დაეთმო ბურთის ფლობას, ტაქტიკურ მონახაზებს, კარში დარტყმებს და პრესინგს.
ხვალ „მერენგები“ კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან საწვრთნელ ბაზაზე და ფინალურ ვარჯიშს გამართავენ.
- 2 დეკემბერი 2024
- 716
- 30
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.