როდრიგო - მბაპეს კომფორტი

მადრიდული გამოცემები პირდაპირ მიუთითებენ, რომ როდრიგო გოეში კილიან მბაპესთვის იდეალური პარტნიორია.

ანალიტიკოსები  იხსენებენ არაერთ შეხვედრას, სადაც ბრაზილიელი და ფრანგი ფეხბურთელები ერთმანეთში შესანიშნავად კომბინირებენ. ასე მოხდა „ხეტაფესთან“ შეხვედრაშიც, სადაც გოეშმა მოედანზე დაახლოებით 1 საათი გაატარა და საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში.

მაშინ, როდესაც როდრიგო მოედანზეა, მბაპე გაცილებით მეტად მარაგდება გადაცემებით, თავისუფლდება სივრცეები და ხელსაყრელი წერტილები.

„მარკა“ იუწყება, რომ ამ ფორმაციის სამეფო კლუბში კილიანის წარმატებისთვის, როდრიგოს ფაქტორი და მისი მოედანზე ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია.

მაშინ, როდესაც კილიანის მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალია, გოეში ხშირად არის მოედანზე, ხოლო როდესაც ბრაზილიელი ვერ თამაშობს, მბაპეც ხშირად არის ინერტული.

მადრიდელი ანალიტიკოსები ასევე დასძენენ, რომ „ენფილდზე“ გამართულ შეხვედრაში როდრიგოს როლი ძალიან დიდი იქნებოდა და კლუბს სამხრეთ-ამერიკელი ძალიან დააკლდა.

  • Madridista
  • 2 დეკემბერი 2024
  • 1 377
  • 2

1

2 დეკემბერი 2024 10:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 896

მბაპე მარჯვნიდან რო მოიცადოს არა? ნაკრებში თამააშობდა ხოლმე. 


2

2 დეკემბერი 2024 11:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 607

მონაკოშიც თამაშობდა ეგ მარჯვნიდან, მაგრამ პსჟ-ში რო სცადეს ვეღარ ივარგა. მაგის გამო ნეიმარს შეუცვალეს პოზიცია იქ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (187)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)