ორელიან ჩუამენი ბრუნდება
მადრიდული გამოცემების ცნობით, ორელიან ჩუამენი ამ კვირიდან სრულფასოვანი დატვირთვით ვარჯიშს იწყებს.
ფრანგი ფეხბურთელი მწვანე მინდორს უბრუნდება და „სან მამესზე“ გასამართი შეხვედრისთვის იწყებს მზადებას.
იმ ფონზე, რომ ედუარდო კამავინგა ტრავმირებულია, ჩუამენის სავარაუდოდ სასტარტო შემადგენლობაში ვიხილავთ.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ფრანგი ფეხბურთელი ცენტრალურ მცველად განიხილებოდა, თუმცა რაულ ასენსიოს ბრწყინვალე გამოსვლიდან გამომდინარე, ანჩელოტი გადაწყვეტილებას შეცვლის.
იქამდე, სანამ ედუარდო კამავინგა მოედანზე დაბრუნდება, ჩუამენის შანსები გაზრდილია, თუმცა კამას დაბრუნების შემდეგ, ფრანგი შესაძლოა სათადარიგო სკამზე დაბრუნდეს.
- 2 დეკემბერი 2024
- 333
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.