ვინიმ ბერნაბეუზე საპატიო ჯილდო წარადგინა
მოგეხსენებათ, ვინისიუს ჟუნიორი ლა ლიგის ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და სპეციალური ჯილდოც მიიღო.
„ბლანკოსისა“ და „ხეტაფეს“ დაპირისპირების სტარტზე ანჩელოტის შეგირდი მოედანზე გამოჩნდა და მიღებული ჯილდო ბერნაბეუზე შეკრებილ პუბლიკას წარუდგინა.
ვინიმ დიდი ოვაციები მიიღო, ქომაგები მის სახელს ერთობლივად სკანდირებდნენ.
შეგახსენებთ, ბრაზილიელს კუნთის ტრავმა აქვს და მოედანზე 15-16 დღეში დაბრუნდება.
- 1 დეკემბერი 2024
- 190
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.