ანჩელოტი:„„რეალი“ ლა ლიგაში სტაბილურ სერიას ქმნის“
კარლო ანჩელოტიმ „ხეტაფეს“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„მბაპეს თამაში შესანიშნავი იყო. ფრანგმა სწორედ ისე იასპარეზა, როგორც დავავალე და მსურდა, რომ მეხილა.“
„ვერგამოყენებული მომენტი? ფრანგი ცდილობდა მცველის მოძრაობის გამო ბურთი მოპირდაპირე მხარეს გაეშვა, სწორედ ამიტომ, ბურთი კარს აცდა.“
„პენალტის შემსრულებელი? დღეს ეს ჯუდს ან კილიანს უნდა გაკეთებინა, ბურთთან კი ინგლისელი მივიდა. როდესაც ვინიც მოედანზეა, ისიც ერთვება კონკურენციაში.“
„მიუხედავად იმისა, რომ არაერთი წინაღობა გვქონდა და გვაქვს, გუნდის წინსვლა აშკარაა. ჩვენ ლა ლიგაში სტაბილური სერიის შექმნა დავიწყეთ, რაც ცხრილშიც აისახა.“
„ჯუდს კისრის პრობლემა ჰქონდა, თუმცა სერიოზული არაფერია, ის მალე გამოჯანმრთელდება.“
„ხუთშაბათს გუნდი არ ვავარჯიშე, რადგან ესპანეთში დილის 6 საათზე დავბრუნდით. ფეხბურთელებს დასვენების და ენერგიის აღდგენის საშუალება მივეცი.“
„როდრიგო შეცცვალე, რადგან 90 წუთი სათამაშოდ მზად არ იყო და რისკები არსებობდა. ბრაზილიელი მომდევნო შეხვედრებში უფრო მეტ დროს მიიღებს.“
„ფრან გარსია ამ სეზონში ძალიან ეფექტურია, მას ვენდობი და დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ვერ ვივიწყებ ფერლან მენდის, რომელმაც „ბლანკოსის“ წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.“
„თუ „ბარსელონას“ გავასწრებთ, ვიტყვი, რომ ურთულესი სიტუაცია დავძლიეთ და პირველი ადგილი აღარ უნდა დაიკარგოს“
- 1 დეკემბერი 2024
- 2 108
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.