„ხეტაფესთვის“ მზადება დასრულდა
„მერენგები“ დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ საწვრთნელ ბაზაზე და ფინალური ვარჯიში გამართეს.
გუნდი ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მზად არის. ანჩელოტიმ ბოლო რჩევა-დარიგებები გასცა.
სესიაზე დიდი ყურადღება დაეთმო ფიზიკურ და ტაქტიკურ მონახაზებს, ბურთის ფლობას, პრესინგს, კარში დარტყმებს და სტანდარტულებს.
ჩუამენიმ ივარჯიშა, როგორც ბურთთან ერთად, ასევე მის გარეშე. ფრანგი ბოლომდე მზად ჯერ არ არის.
კამავინგა და ვინისიუსი აღდგენით პროცესს წარმატებით გადიან, მკურნალობის ეტაპზეა დავიდ ალაბაც.
- 30 ნოემბერი 2024
- 491
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.