ანჩელოტი:„შესაძლოა ვინისიუსმა ახალ პოზიციაზე ითამაშოს“
კარლო ანჩელოტიმ „ხეტაფესთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
„საკმაოდ დიდი ყურადღება გვმართებს, რადგან „ხეტაფე“ ძალიან კარგად იცავს თავს და ცდილობს, ორგანიზებული ფეხბურთი ითამაშოს. ჩვენ ძალიან გვჭირდება გამარჯვება და 3 ქულის მოპოვება, ამისთვის გუნდმა ყველაფერი უნდა იღონოს.“
„ნუ დაგავიწყდებათ, რომ მბაპეს ანგარიშზე უკვე 8 გატანილი გოლია და ეს ცოტა არ არის. მას აქვს პრობლემები, მაგრამ ყველაფერი შეიცვლება. ხარვეზები, არამხოლოდ კილიანს, არამედ მთელ გუნდს აქვს.“
„როდრიგო სრულფასოვნად ვარჯიშობს და ხვალინდელ შეხვედრაში დაბრუნდება.“
„არაფერია მოსაწყენი. მერწმუნეთ, „რეალს“ ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ გულშემატკივრები გააბედნიეროს. ჩვენ ამას ერთად მოვახერხებთ.“
„ვალვერდეს ნახევარდაცვის ნებისმიერ წერტილში შეუძლია თამაში, ის გუნდისთვის უდიდეს როლს თამაშობს.“
„შეუძლებელია ყოველთვის ყველაფერი ისე მოვიგოთ, როგორც შარშან, მოლოდინები კი რა თქმა უნდა, ყოველწლიურად იდენტურია.“
„ჩუამენი ხვალ ხელმისაწვდომი არ იქნება, თუმცა მომდევნო კვირიდან სრული დატვირთვით ვარჯიშს დაიწყებს.“
„დავიდ ალაბას დაბრუნებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ვიმედოვნებ, ავსტრიელ ფეხბურთელთან დაკავშირებით სასიამოვნო ცნობები მალე გვექნება.“
„ვინისიუსის და კამავინგას აღდგენითი პროცესი სწრაფად მიმდინარეობს, ორივე ფეხბურთელი ძალიან გვჭირდება.“
„რაულ ასენსიომ დაიმსახურა, რომ სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი იყო. ესპანელმა სწორედ მაშინ დაამტკიცა შესაძლებლობები, როდესაც გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.“
„ვინისიუსი ცენტრშიც ძალიან საშიშია, მბაპეს კი მარცხნივ თამაში იზიდავს. ზუსტად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ შესაძლოა ვინიმ ახალ პოზიციაზე ითამაშოს.“
„ზამთრის ტრანსფერები? ვფიქრობ, ახლა ამაზე საუბრის დრო არის. მოდით, დაველოდოთ იანვარს, მანამდე კი დასკვნების გამოტანის დრო გვექნება.“
- 30 ნოემბერი 2024
- 1 461
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.