„ხეტაფესთან“ „რეალი“ ახალ შემადგენლობას მოსინჯავს
ედუარდო კამავინგას ტრავმამ და ორელიან ჩუამენის დროულად ვერდაბრუნებამ „მერენგები“ ჩამშლელი ნახევარმცველის გარეშე დატოვა, სწორედ ამიტომ, კარლო ანჩელოტის გარკვეული ცვლილებების განხორციელება მოუწევს.
გუნდს დაუბრუნდა ლუკას ვასკესი, რომელიც „ხეტაფესთან“ დაპირისპირებაში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებს და მარჯვენა მცველის პოზიციას მოირგებს.
სწორედ ამიტომ, ფედერიკო ვალვერდე ნახევარდაცვაში დაბრუნდება, თუმცა ის ჩამშლელის პოზიციაზე დადგება, ვინაიდან გუნდს სხვა ალტერნატივა ამ პოზიციაზე არ აქვს.
დაცვის ცენტრში კვლავ რუდიგერისა და რაულ ასენსიოს დუეტს ვიხილავთ, მარცხენა ფლანგს კი დიდი ალბათობით, ისევ ფრან გარსია ჩაიბარებს, რომელმაც ლა ლიგის წინა ტურშიც სასტარტოში ითამაშა.
რაც შეეხება ნახევარდაცვას, ვალვერდესთან ერთად, სასტარტოში განიხილებიან დანი სებალიოსი და ჯუდ ბელინგემი, წინა ხაზში კი მბაპე, ენდრიკ ფელიპე და ბრაჰიმ დიასი.
როგორც ხედავთ, ანჩელოტი საკმაოდ ბევრ ცვლილებას გეგმავს, რაზეც მაღალი ალბათობით დღევანდელ პრესკონფერენციაზეც ისაუბრებს.
- 30 ნოემბერი 2024
- 1 297
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.