იგუაინი: "თამაში უნდა გავაუმჯობესოთ"
თქვენ ძალიან ბევრ საგოლე მომენტებს ქმნით, მაგრამ ვერ იყენებთ.
"გუნდი ძალიან კარგად თამაშობს და ბევრ საგოლე მომენტებს ვქმნით, მაგრამ ვერ ვიყენებთ. მეკარეები ძალიან კარგად თამაშობენ. ამის გამოსასწორებლად დრო გვაქვს, შეცდომებზე ბევრს ვვარჯიშობთ. მალე ყველაფერი კარგად იქნება."
გუნდი მზად არის ჩემპიონთა ლიგა მეათედ მოიგოს?
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახალი გუნდი ვართ, კარგად თამაშს მაინც ვახერხებთ. ყოველ მატჩში გუნდი უკეთესად თამაშობს. იმედია წარმატებას მივაღწევთ."
ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში თქვენ 2 გოლის გატანა შეძელით.
"ძალიან მიხარია, რომ პირველივე მატჩში 2 გოლის გატანა შევძელი. ვფიქრობ, რომ უფრო მეტის გაკეთება შემიძლია."
რას ფიქრობთ ფანებზე?
"გუშინ კარგად ვითამაშეთ და ფანების ქება ნამდვილად დავიმსახურეთ. ამ მოგებაში გულშემაკტივრებმა დიდი წვლილი შეიტანეს."
როგორ მოგწონთ მესუთ ოზილის თამაში?
"რეალმა" ოზილის შეძენით 1 ნაბიჯი წინ გადადგა. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, მას კარგად ვეწყობი. მესუთმა ესპანური საერთოდ არ იცის, მაგრამ იგი შესანიშნავად ფლობს ფეხბურთის ენას."
- 16 სექტემბერი 2010
- 1 786
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.