ჩაბი ალონსოს მთავარი სატრანსფერო მოთხოვნა „რეალში“ ცნობილია!
ესპანური გამოცემების ცნობით, ჩაბი ალონსოსა და მადრიდის „რეალს“ შორის უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ფლორენტინო პერესს სურს, რომ ზაფხულს დასახული გეგმებით შეხვდეს.
არსებული ცნობით, ბასკი სპეციალისტი გარკვეულ სატრანსფერო მოთხოვნებს აყენებს, თუმცა უმთავრესი მოთხოვნა ფლორიან ვირცია, რომელიც „ლევერკუზენში“ შესანიშნავად ასპარეზობს და მისმა ფასმა 100 მილიონ ევროს გადააჭარბა.
„რეალში“ კოლოსალური თანხების გადახდა არ სურთ, თუმცა თუ ჩაბისთან თანამშრომლობა გადაწყვეტილია, პერესს ბიუჯეტიდან დიდი თანხის გამოყოფა მოუწევს.
ალონსო მიიჩნევს, რომ მისი ფორმაციის „რეალში“ ვირცის ფუნქცია უდიდესი იქნება და გერმანელმა ფეხბურთელმა აუცილებლად უნდა მიიღოს ბერნაბეუზე თამაშის შანსი.
- 30 ნოემბერი 2024
- 2 915
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.