ასენსიო ნაკრების რადარზეა
ესპანური გამოცემების ცნობით, თუ რაულ ასენსიო ასე თამაშობს განაგრძობს, 2025 წელი მისთვის ძალიან წარმატებული იქნება, ვინაიდან ეროვნულ ნაკრებშიც მოსინჯავს ძალებს.
RELEVO იუწყება, რომ ლუის დე ლა ფუენტე და მისი სამწვრთნელო შტაბი „ბლანკოსის“ ფეხბურთელის მონდომებით და პროფესიონალიზმით ძალიან დაინტერესებულია.
ლა ლიგაში ნაჩვენებელი 2 შესანიშნავი შეხვედრის შემდეგ, რაულმა „ენფილდზე“ უდიდესი გამოწვევა მიიღო და სათანადო პასუხიც გასცა.
არნე სლოტის გუნდის ძალიან სწრაფი და აგრესიული შემტევების წინააღმდეგ ასენსიო მოწოდების სიმაღლეზე იდგა და გუნდის წაგების მიუხედავად, მისი ბრალეულობა ნამდვილად არაფერში ყოფილა.
ზემოაღნიშნული გამოცემის ცნობით, ფეხბურთელის მიმართ მთელ ესპანეთში დიდი იმედია დამყარებული.
- 30 ნოემბერი 2024
- 329
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.