„ხეტაფესთვის“ მზადება დაიწყო
„რეალის“ ფეხბურთელებმა ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მზადება დაიწყეს.
სესიაზე ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, ტაქტიკურ მონახაზებს, კარში დარტყმებს და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს.
ვინისიუსი და დავიდ ალაბა აღდგენით პროცესს განაგრძობენ, კამავინგამ კი რეაბილიტაცია დღეს დაიწყო.
სამწუხაროდ, ორელიან ჩუამენი სრულფასოვანი დატვირთვით ვარჯიშს ისევ ვერ ახერხებს და კვირას ხელმისაწვდომი არ იქნება.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდრიგო გოეში დაბრუნდა და გუნდთან ერთად სრულფასოვანი ვარჯიშის ჩატარება შეძლო, ანჩელოტი „ხეტაფესთან“ გოეშს გამოიყენებს.
ბრაჰიმ დიასმა და ჯუდ ბელინემმა გუნდთან ერთად ივარჯიშეს, მათი დისკომფორტი სერიოზული არ გამოდგა.
- 29 ნოემბერი 2024
- 122
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.