5 მიზეზი, რის გამოც „რეალი“ ანჩელოტის ათავისუფლებს
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობას მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კარლო ანჩელოტის გათავისუფლება და ჩაბი ალონსოს მოყვანა გადაწყვეტილი აქვს. მადრიდელები ასევე ასახელებენ 5 მიზეზს, რის გამოც ეგ გადაწყვეტილება აღარ გადაიხედება.
ფლორენტინო პერესი 2025 წლის ზაფხულში აქტიური სატრანსფერო პოლიტიკის წარმოებას აპირებს, რადგან თვლის, რომ გუნდის დაცვას და ნახევარდაცვას სერიოზული გაძლიერება სჭირდება. ახალი ტრანსფერები კი ახალი მწვრთნელის ხედვით უნდა განხორციელდეს და არა ანჩელოტის, ვინაიდან თუნდაც დარჩენის შემთხვევაში, იტალიელი 2026-ში მაინც წავა, ახალი მწვრთნელის პირობებში კი რამდენად მისაღები იქნება უკვე განხორციელებული ტრანსფერები არავინ იცის.
მეორე მიზეზი კილიან მბაპეს ფაქტორია, რომელსაც ანჩელოტიმ ვერა და ვერ მოუნახა ნორმალური პოზიცია. ფაქტია, რომ ფრანგი „რეალში“ აბსოლუტურად ვერ თამაშობს და ვერც გუნდის დინამიკაში ჯდება.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენები შედეგი სრულიად კატასტროფულია. „ლივერპულთან“ წაგება გუნდს ესმის, მაგრამ მადრიდში მიიჩნევენ, რომ გასულ ტურებში დაფიქსირებული 2 მარცხი ძალიან არაპროგნოზირებადი და უაზრო იყო, რამაც ახლა „რეალს“ 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრის მხოლოდ მცირე შანსს აძლევს.
ყველაფერთან ერთად აღსანიშნავია, რომ გუნდში აღარ არის ჯანსაღი სიტუაცია, რითიც ანჩელოტი ძალიან ხშირად იწონებდა თავს. ზოგიერთი ფეხბურთელი ფიზ.მომზადების მწვრთნელის მიმართ გამოხატავს უკმაყოფილებას, ზოგიერთი სათამაშო დროსთან და ასე შემდეგ.
ასევე აღსანიშნავია თავად ჩაბი ალონსოს ფაქტორი, რომელმაც „ბლანკოსს“ ისედაც აცნობა, რომ 2025 წლიდან „ლევერკუზენს“ ტოვებს და თუ მისი კანდიდატურა განიხილება, შეთანხმება მიმდინარე სეზონის ბოლოს უნდა მოხდეს, სხვა შემთხვევაში, ბასკი სპეციალისტი სხვაგან დაიწყებს მუშაობას.
- 28 ნოემბერი 2024
- 4 111
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.