მიატოვიჩი:„ანჩელოტი გუნდს ვეღარ აკონტროლებს“

პეჯა მიატოვიჩმა კარლო ანჩელოტი გააკრიტიკა.

„მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი გუნდში სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს.“

„არ ვიცი, რამდენად სწორი გადაწყვეტილება იქნება მისი შუა სეზონში გაშვება, მაგრამ მერწმუნეთ, რაღაც უნდა შეიცვალოს.“

„ის, რომ კარლომ „ბლანკოსს“ უდიდესი წარმატება მოუტანა ფაქტია, მაგრამ ამ სეზონში „ბლანკოსის“ პრობლემები ხშირად უკავშირდება სამწვრთნელო შტაბის არასწორ გადაწყვეტილებებს.“

„ვინისიუსის ტრავმის ფარგლებში მბაპემ მარცხენა ფლანგზე გადაიწია, მაგრამ რა ვიხილეთ შეტევაში? ბრაჰიმ დიასის ცენტრალურ ფორვარდად დაყენება, სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილება იყო, რამაც „მერენგების“ შეტევები გაუაზრებელი გახადა. მაროკოელი ყოველთვის ეფექტურია, თუმცა ის თავის ადგილზე უნდა დადგეს და არა ცენტრ-ფორვარდად.“

„მომდევნო 3 მატჩის მოგება „რეალს“ 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრის აბსოლუტურ გარანტიას არ აძლევს.“


1

28 ნოემბერი 2024 12:33

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 002

ზუსტადაც!!! რატომღაც კარლოს მიმართ ნაკლები კრიტიკააა, ხელმძღვანელობა არაფერს ამბობს, არც კლასიკოს მერე, არც მილანთან წაგების მერე არ ყოფილა იმდენი კრიტიკა რამდენიც საჭიროა. თითქოს კარლოს იმხელა დამსახურება აქვს რეალში კრიტიკას არ იმსახურებს. კიი დამსახურება მართლაც დიდია, მაგრამ გუნდი რომ ჩამოშლის პირასაა ეგაც ფაქტია და ეს არ არის მარტო ტრავმების ბრალი. იყო პერიოდი როცა მარტო ალაბა ტრავმირებული, დანარჩენი ყველა ხოდზე იყო,  თუმცა გუნდი მაინც საშინლად თამაშობდა. ეხლა რომ იწყებოდეს ეს კრიზისი შეიძლება თქვა რომ  ტრავმების ბრალია, თუმცა ეს კრიზისი უკვე თვეებია გრძელდება, რომელიც ვერა და ვერ დალაგდა. ამ სეზონში უკვე 18 თამაში ვითამაშეთ და აქედან მარტო ორში ვითამაშეთ ისე როგორც რეალს ეკადრება, დანარჩენი თამაშები სვარკა, პირველი ტაიმები განსაკუთრებით. ზამთარშივე უნდა ვიჩალიჩოთ რომ ვინმე მოვიყვანოთ. 3-4 ფეხბურთელი მაინცაა მოსაძებნი სასწრაფოდ, იჯარით მაინც უნდა მოიყვანონ ვინმე, თორე ასე გაჭირდება. ლიგა ნაკლებად მადარდებს წელს, მინდა ლა ლიგა დავდოთ. ანჩელოტის კიდე ასე მგონია პასუხისმგებლობის გრძნობა არ აქვს. პრესკონფერენციაზე თქვა კარგად ვითამაშეთ, მომეწონა გუნდის თამაშიო. გადაგიარეს და გადმოგიარეს შე ჩემისა რანაირად ითამაშე კარგად? 90 წუთი კონტრშეტევების იმედად იყავი და მეტი არაფრის. რანაირად ითამაშე კარგად? და რატო შეუყეე ამ უნიჭოო მენდის??? ტიპი ლეგანესის დონე აღარაა და აქ სულ ძირითადშია მაინც.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 რაფინია 11
3 მბაპე 10
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (298)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)