კურტუა:„გუნდს შეტევაში ძალიან უჭირდა“
ტიბო კურტუამ ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრა შეაფასა.
„შეტევაში თამაში ძალიან გვიჭირდა. გადამწყვეტ პასებს ვერ ვაკეთებდით და სიტუაციას ვერ ვამწვავებდით. როგორც ჩანს, გუნდში არსებულმა ტრავმებმა უდიდესი როლი ითამაშა ჩვენი გამოსვლის ხარისხზე.“
„„ლივერპული“ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ამ სეზონში განსაკუთრებულად სტაბილურ ფეხბურთს თამაშობს.“
„აუცილებლად უნდა აღინიშნოს რაულ ასენსიოს ძალიან სტაბილური გამოსვლა. ესპანელი ფეხბურთელი საიმედო მცველია და მიხარია, რომ „რეალში“ ამხელა შენაძენი გვაქვს.“
„კამავინგას ტრავმა სამწუხარო იყო. არ ვიცი, რამდენ ხანს იუქმებს ფრანგი, მაგრამ ფაქტია, რომ ის ხვალ და ზეგ ვერ დაბრუნდება. ვნახოთ, რა შედეგებს აჩვენებს სამედიცინო ტესტირება.“
„8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ არსებობს. თუ ასე არ მოხდება, ვეცდებით Play Off-ის საშუალებით მოვიპოვოთ მომდევნო ტურის საგზური და ტიტულისთვის ბრძოლა განვაგრძოთ.“
- 28 ნოემბერი 2024
- 276
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.