ჯუდ ბელინგემი:„სიტუაცია უნდა შევცვალოთ, წაგება უმძიმესი იყო“
ჯუდ ბელინგემმა „ენფილდზე“ განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა, ამისთვის ვემზადებოდით, თუმცა გულდასაწყვეტია, რომ სასურველი ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ და შეტევის ხაზში გააზრებული ვერაფერი გავაკეთეთ. გუნდი შუა რგოლსა და დაცვაში მწყობრად თამაშობდა, თუმცა ეს არ გახლდათ საკმარისი.“
„გულახდილად უნდა ვთქვათ, რომ წაგება უმძიმესი იყო. ჩვენ რთულ სიტუაციაში ვართ, რომლის გამოსწორებასაც მომდევნო 3 ტურში უნდა ვეცადოთ.“
„მბაპე გუნდისთვის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და ასე იქნება მომავალშიც. პენალტის გაფუჭება ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია. მსგავსი რამ თანმდევი ნაწილია.“
„ტრავმები ხელს გვიშლის, კამავინგა ერთ-ერთი საუკეთესო იყო, სრულიად უწყინარ მომენტში კი ტრავმა მიიღო და ჩვენ კიდევ უფრო დავზარალდით. იმედი მაქვს ფრანგი მალე დაბრუნდება და გუნდის დახმარებას შეძლებს.“
„გასახდელში საუბარი შედგა. ანჩელოტიმ გვითხრა, რომ სასწორზე 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა დევს, ამისთვის კი მომდევნო 3 მატჩის მოგება იქნება საჭირო.“
- 28 ნოემბერი 2024
- 703
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.