სალაჰი:„„რეალის“ ფეხბურთელი ძალიან აგრესიული იყო“
მოჰამედ სალაჰმა „რეალთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ამ გუნდის წინააღმდეგ ბევრჯერ მითამაშია, მაგრამ გამარჯვებას პირველად მივაღწიე, რაც სასიამოვნოა.“
„მსურს, ბოდიში მოვუხადო „ენფილდზე“ შეკრებილ ქომაგებს, ახლაც მახსენდება მათი იმედგაცრუება გაფუჭებულ პენალტთან დაკავშირებით.“
„მთავარი ის არის, რომ „რეალი“ დავამარცხეთ და ცხრილში მორიგი 3 ქულა ჩავიწერეთ. ჩვენ უპირობო ლიდერები ვართ.“
„გაუგებრობა რუდიგერთან? „რეალის“ ფეხბურთელი ძალიან აგრესიული იყო, მასთან ბრძოლა ყოველთვის რთულია, რადგან საოცარ ფიზიკურ კონდიციებშია.“
- 28 ნოემბერი 2024
- 1 197
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.