მოდრიჩი:„სიტუაცია რთულია, თუმცა დაძლევადი“
ლუკა მოდრიჩმა „ლივერპულთან“ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„„ლივერპულმა“ შესანიშნავი ფეხბურთი ითამაშა და გამარჯვება დაიმსახურა, ამაზე დავა არც ღირს. ვფიქრობ, მომდევნო 3 ტურზე უნდა ვიფიქროთ და ვეცადოთ, რომ აქტივში 9 ქულა ჩავიწეროთ, რაც ჯამურად 15 ქულის მოპოვების შანსს მოგვცემს.“
„მბაპეს დიდი კრიტიკა დაატყდა თავს, მაგრამ ის პროფესიონალია და იცის, როგორ მართოს ემოციური მდგომარეობა. ის თავდაჯერებულად ვარჯიშობს. ამ ეტაპზე თამაში ხან გამოსდის, ხან არა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, ფრანგი სუპერ პროფესიონალია.“
„„ენფილდზე“ გარკვეულ მომენტებში მოწოდების სიმაღლეზე ვიდექით, მაგრამ შემდეგ სიტუაცია აირია.“
„მას შემდეგ, რაც პენალტის გამოყენება ვერ შევძელით და მეტოქემ მეორე გოლი გაგვიტანა, გუნდი ფსიქოლოგიურად დანებდა, რამაც საბოლოო ჯამში არსებული შედეგი ვეღარ შეცვალა.“
„8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა თუ ასე არ მოხდება, სხვა გზებით ვეცდებით მომდევნო ეტაპზე გასვლას.“
- 28 ნოემბერი 2024
- 417
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.