ანჩელოტი:,,ჩემპიონთა ლიგაზე რთული სიტუაცია გვაქვს"
კარლო ანჩელოტიმ „ლივერპულთან“ მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„ძალიან რთული მატჩი იყო. „ენფილდზე“ თამაში ყველაზე რთულია. ვიცოდი, რომ უდიდესი გამოწვევის მიღება გვიწევდა, თუმცა ვერ ვუპასუხეთ სათანადოდ. არნე სლოტის გუნდი ამ სეზონში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს, რაც ასახულია, როგორც ჩემპიონთა ლიგის, ასევე პრემიერლიგის ცხრილში.“
„პირველ ტაიმში რამდენიმე სახიფათო კონტრ-შეტევა გვქონდა, მაგრამ სასურველი შედეგი არ დადგა. მბაპეს პენალტის გაფუჭებამ გუნდს ფსიქოლოგიურად დიდი დარტყმა მიაყენა, საბოლოო ჯამში კი მეორე გოლიც გავუშვით.“
„სამწუხაროდ, კამავინგა ტრავმირებულია და მალე გავიგებთ, რამდენს გამოტოვებს ფრანგი ფეხბურთელია. მიხარია, რომ ვასკესი დაბრუნდა, იგივეს ველოდები როდრიგოსგან და ორელიანისგან.“
„მბაპე იმედგაცრუებულია. „ლივერპულთან“ მატჩის შემდეგ მას ვუთხარი, რომ გუნდის სრული მხარდაჭერა აქვს, ფრანგი რთულ პერიოდს გადის, მაგრამ ეს ყველაფერი დაიძლევა, თანაც მალე.“
„მერსისაიდელებს ძალიან კარგი დინამიკა ჰქონდათ, მათ დაიმსახურეს გამარჯვება და ტაბლოზე ასახული შედეგი, თავიდან ბოლომდე ჯდება ლოგიკაში.“
„არდა გიულერი შესანიშნავი იყო, თუმცა მეორე ტაიმში მისი შეცვლა ტაქტიკური თვალსაზრისით მომიწია.“
„მბაპეს პრობლემები? ამის წამალი მოთმინებაა. მე კარგად ვიცი, რა შეუძლია ფრანგ ფეხბურთელს და მოდით, მას სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ.“
„ბელინგემი მოწოდების სიმაღლეზე იდგა, როგორც დაცვითი, ასევე შეტევითი ფუნქციების შესრულების დროს.“
„ბრაჰიმ დიასი შესანიშნავ ფორმაშია, ის კიდევ მოუმატებს და მჯერა, რომ გუნდისთვის სასარგებლო საქმეს გააკეთებს.“
„ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ 3 ტური დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ 9 ქულის მოპოვების შანსი გვექნება. ვფიქრობ, ქულების დაკარგვის დრო აღარ არის და ჩვენ 100%-იანი შედეგი უნდა დავაფიქსიროთ, ჯგუფის 15 ქულით დასრულება კი ჩვენს შანსებს მნიშვნელოვნად გაზრდის.“
- 28 ნოემბერი 2024
- 3 904
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.