ანჩელოტი:„მისი დონის ფეხბურთელი „ლივერპულის“ არ ჰყავს“
კარლო ანჩელოტიმ „ლივერპულთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
„„ლივერპული“ ყოველთვის ძალიან აგრესიული, მწყობრი და მიზანმიმართულია. ამ კოლექტივს აქვს საოცარი ისტორია, „რეალთან“ მატჩები კი მართლაც არაერთი ყოფილა. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო თამაში გამოვა.“
„ვინისიუსმა „ლეგანესთან“ მატჩის მიწურულს დაზიანება მიიღო. ძალიან სამწუხაროა, რომ მნიშვნელოვან ეტაპზე ბრაზილიელი ფეხბურთელი ვერ გვეხმარება. ახლა „რეალის“ ინტერესი, ვინის რაც შეიძლება დროული გამოჯანმრთელება იქნება.“
„ვასკესსა და ვალვერდეს შორის არჩევანი ჯერ არ გამიკეთებია. თუ ლუკასი მარჯვენა მცველად ითამაშებს, ფედე საკუთარ პოზიციას დაუბრუნდება, სხვა შემთხვევაში, ურუგვაელს კვლავ მოუწევს ახალი პოზიციის მორგება.“
„ლივერპულური დუელი? მე „ევერტონის“ გულშემატკივარი ვარ, დიახ მე ლურჯი ვარ.“
„არნე სლოტის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს შანსი ყველას ვაჩვენოთ, რომ ასეთ კონდიციაში მყოფი გუნდის დამარცხება შეგვიძლია.“
„ტრენტი? ის არ არის ჩემი ფეხბურთელი და ახლა არანაირი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ.“
„ტრავმები არამხოლოდ მადრიდული გრანდის, არამედ სხვა გუნდების პრობლემაც არის. მხოლოდ კუნთების ტრავმებს ვერ გამოვყოფთ, ძალიან ხშირია ჯვარედინი მყესების გაწყვეტაც, რაც მეტისმეტად სამწუხაროა.“
„ბოლო 2 დაპირისპირებაში „რეალმა“ გაცილებით სოლიდური, კომპაქტური და გააზრებული ფეხბურთი ითამაშა. ვაპირებთ, ასე გავაგრძელოთ და წარმატების გზით ვიაროთ.“
„რაულ ასენსიო? ის ძალიან მაღალ კომპეტენციას ფლობს, არ ნერვიულობს, ბოლომდე კონცენტრირებულია და დარწმუნებული ვარ, „ენფილდზეც“ შეუძლია მოწოდების სიმაღლეზე დგომა.“
„ვინისიუსის შემცვლელი? არავის რჩევა არ მჭირდება. კარიერაში 1 300 სასტარტო შემადგენლოა ამირჩევია და 4 000-მდე ცვლილება გამიკეთებია. მერწმუნეთ, ვიცი როდის როგორ უნდა მოვიქცე.“
„მოდრიჩი? ვფიქრობ, ამ დონის ფეხბურთელი არც „ლივერპულს“ და არც სხვა კლუბებს არ ჰყავთ, ის „რეალისთვის“ დიდი განძია.“
- 26 ნოემბერი 2024
- 2 071
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.