არნე სლოტი:„თუ „რეალთან“ გამარჯვება გსურს, მეტად უნდა დაიხარჯო“

არნე სლოტმა „რეალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„„რეალს“ კილიან მბაპეს სახით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ჰყავს. ჩვენ ვიცით, რა ტაქტიკა უნდა დავუპირისპიროთ ფრანგ ფეხბურთელს იმისთვის, რომ შესაძლებლობების გამოვლენა ვერ შეძლოს.“

„ტრენტ ალექსანდერ არნოლდი დაბრუნდა, მაგრამ ის სასტარტო შემადგენლობაში ვერ ითამაშებს. შესაძლოა, ინგლისელს რამდენიმე წუთი მივცე, მაგრამ დამწყები ვერ იქნება.“

„ვინისიუსი არ იქნება, მაგრამ იქნებიან სხვა ვარსკვლავები. „რეალი“ ძალიან არაპროგნოზირებადი გუნდია და არასდროს იცი, რას მოიმოქმედებს კონკრეტულ მომენტში.“

„„რეალთან“ უფრო უნდა დაიხარჯო, ვიდრე სხვა კლუბებთან, სხვა შემთხვევაში წარმატებას ვერ მიაღწევ.“

„„ბლანკოსი“ ყოველთვის პოულობს გამარჯვების გზას, ამ მხრივ მადრიდულ გრანდს უნდა მივბაძოთ და დავიჯეროთ, რომ „ენფილდზე“ მოგება სრულიად შესაძლებელია.“

„თუ 3 ქულა გვსურს, პირველივე წუთებიდან უნდა ვიფიქროთ უპირატესობის მოპოვებაზე, მე მჯერა ფეხბურთელების მონდომების.“

„კიეზა? ის ბოლო ფაზაშია და მალე გამოჩნდება მოედანზე, თუმცა მადრიდელთა წინააღმდეგ ასპარეზობას ვერ შეძლებს.“

„ჩვენი შემადგენლობა ბოლომდე ოპტიმალური არ არის, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად მოთამაშეეგი გვიბრუნდებიან და ვეცდებით, რესურსი სწორად გავანაწილოთ.“


1

26 ნოემბერი 2024 21:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9 314

წინ მბაპე და დიასი იქნებიან, მაგათ უკან იქნება ბელინგემი, მოდრიჩი და არდა


2

26 ნოემბერი 2024 23:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 313
26 ნოემბერი 2024 21:19, kontaqti says:
წინ მბაპე და დიასი იქნებიან, მაგათ უკან იქნება ბელინგემი, მოდრიჩი და არდა

ყველაზე კარგი შემადგენლობაა წელს რაც კი კარლოს დაუყენებია

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 რაფინია 11
3 მბაპე 10
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (298)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)